четверг, 9 июля 2015 г.

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
მაია ჩაჩხიანი
რაიონი
ცაგერი
სკოლა
ალპანის საჯარო სკოლა
ქალაქი
სოფელი ალპანა
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
მეცნიერებათა ციხესიმაგრე
თემის შინაარსი
 სკოლის შენობაში განთავსებული კაბინეტები წარმოადგენენ პირობით „ციხესიმაგრეებს“: ციხესიმაგრეები: „ქართული“, „ფიზიკა“, “ქიმია“, „გეოგრაფია“,“სპორტდარბაზი“     ,“კომპიუტერი“ და  აუღებელი ციხესიმაგრე „მათემატიკა“. თითოეული მათგანის აღებას შეეცდებიან მოსწავლეები. ციხესიმაგრის სახელწოდების შესაბამისი საგნის მიხედვით მოსწავლეებს სთავაზობენ საინტერესო ამოცანებს, რომელთა ამოხსნაში მოსწავლეებს დაეხმარება არა მარტო მითითებულ საგანში შეძენილი ცოდნა ,არამედ მათემატიკის სწავლებისას მიღებული ცოდნაც.მას შემდეგ რა მოსწავლეები შეძლებენ ამოცანის ამოხსნას  ისინი მოიპოვებენ მინიშნებას, რომელიც დაეხმარებათ მათ მთავარი მიზნის ციხესიმაგრე „მათემატიკის“ ასაღებად. თუ როგორ მოსწავლეებისათვის ეს სიურპრიზად რჩება. ყველაფერი ნათელი გახდება მას შემდეგ, როცა ციხესიმაგრე „მათემატიკაში“ აღმოჩნდებიან            .                                                                                                                                                                                                                                                                                   
საგანი
 მათემატიკა
დონე/კლასი  
კლასი მე-11 კლასი, საშუალო საფეხური
განხორციელების დროის ჩარჩო
მაგალითად: 8 50წთ-იანი გაკვეთილი, 6 კვირა, 3 თვე და ა.შ.  
3 კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
  • მათ.XI.2.        მოსწავლეს შეუძლია ნამდვილ რიცხვებზე მოქმედებების შესრულება სხვადასხვა ხერხით და ამ მოქმედებათა შედეგის შეფასება.
  • მათ.XI.3.        მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა-დასაბუთების სხვადასხვა ხერხების გამოყენება.
  • მათ.XI.4.        მოსწავლეს შეუძლია პრაქტიკული საქმიანობიდან მომდინარე პრობლემების გადაწყვეტა.
  • მათ.XI.7         მოსწავლეს შეუძლია  მათემატიკის ცნებებისა და აპარატის გამოყენება მოდელირებისას და პრობლემების გადაჭრისას.
  • მათ.XI.12       მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო მონაცემების მოპოვება.
  • მათ.XI.13       მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით და მათი ინტერპრეტაცია.
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები:
·         შეძლებენ   მათემატიკის ცნებებისა და თეორიული ცოდნის  გამოყენებას  მოდელირებისას და პრობლემების გადაჭრისას  სხვადასხვა სიტუაციაში;
·         გაცნობიერებენ, აღმოაჩენენ და გამოიყენებენ სხვადასხვა საგანებსა და მათემატიკაში  მიღებული ცოდნის ურთიერთკავშირს;
·         განუვითარდებათ ლოგიკური მსჯელობისა და  დასაბუთების,კრიტიკული აზროვნების, საკუთარი აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი;

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
      დაასახელეთ  მათემატიკაში მიღებული ცოდნის გამოყენების რამოდენიმე შემთხვევა რომელიმე საგნის სწავლებისას.
თემატური კითხვები
·         ჩამოაყალიბეთ ოქროს კვეთის პრინციპი და ჩამოთვალეთ ამ პრინციპის გამოყენების თქვენთვის ცნობილი მაგალითები ქართულში , ხელოვნებასა და არქიტექტურაში.
·         რას ეწოდება პროცენტი და გაიხსენეთ მასთან დაკავშირებული ძირითადი ამოცანები.
·         რა განსვავება ლოგიკურ ამოცანებსა და საბუნებისმეტყველო ამოცანებს შორის?

·         რას ეწოდება გრაფი?გრაფის წვერო? გრაფის წიბო? გრაფის წახნაგი?

შინაარსობრივი კითხვები
·         ჩამოთვალეთ მონაცემთა შეგროვების  საშუალებებები;
·         დაასახელეთ ნამდვილ რიცხვებზე  მოქმედებათა თვისებები;
·          რას ეწოდება მასშტაბი? როგორ გამოვიყენოთ მასშტაბი რუკაზე ორ დასახელებულ პუნქტებს შორის  რეალური მანძილის დადგენაში?
·         დაასახელეთ დიაგრამის ნაირსახეობანი;
დაწერეთ ეილერის ფორმულა, რომელიც გამოსახავს დამოკიდებულებას გრაფის წვეროებს, წიბოებსა და წახნაგებს შორის;

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ




·                      მოსწავლეთა წინარეცოდნის დადგენა
·                      მოსწავლეთა
მცდარი შეხედულებების წინასწარი
 დადგენა
·          მოსწავლეს ეხმარება სწავლის პროცესის გაანალიზებაში( მეტაკოგნიცია), პროცესის თვითმონიტორინგში, თანამშრომლობით სწავლაში
  • მასწავლებელს ეხმარება კვლევის სწორი მიმართულების შენარჩუნებაში, მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფაში ( პროგრესის მონიტორინგი)
·          მოსწავლეს ეხმარება სწავლის პროცესის გაანალიზებაში( მეტაკოგნიცია), პროცესის თვითმონიტორინგში, თანამშრომლობით სწავლაში
მასწავლებელს ეხმარება კვლევის სწორი მიმართულების შენარჩუნებაში, მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფაში ( პროგრესის მონიტორინგი)
·                   მასალის გაგებისა და ამა თუ იმ
უნარ-ჩვევის
ათვისების ხარისხის შემოწმება სტანდარტთან შესაბამისობით.
თვითშეფასება
·                     ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავ ლე
რეფლექსია






შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
·         საჭიროებების განსაზღვრის, მიზნების დასახვის, პროგრესის მონიტორინგი;
·         მოსწავლეების მიერ შექმნილი პროდუქტების პრეზენტაციების, წერილობით დოკუმენტების ეტაპობრივი შეფასება;
მოსწავლეები შეფასდებიან  წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმებისა და სქემის მიხედვით.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
მათემატიკაში იმ საკითხებისა და უნარ-ჩვევები ცოდნა ,რომელიც უნდა იცოდეს მოსწავლემ პროექტის განხორციელებისას თითოეულ საგანში:
·         ოქროს კვეთა მათემატიკასა და პოეზიაში;
·         განასხვავებს ამოცანებს ლოგიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერების თვალსაზრისით, კერძოდ მოზეზ-შედეგს შეისწავლის საბუნებისმეტყველო მენიერებანი, ხოლო ლოგიკაში მთავარია მოცემული წანამძღვრებიდან დასკვნის გამოტანა;
·         რიცხვის პროცენტი და ნაწილი, ორი რიცხვის პროცენტული ფარდობა და მასთან დაკავშირებული საკითხები;
·         6. მასშტაბი .პროპორცია.პროპორციის თვისებები, პროპორციის უცნობი წევრის პოვნა;
·         ერთმანეთან აკავშირებს ზომის ერთეულებს და იყენებს მასშტაბისა და რუკაზე მანძილის პოვნასთან დაკავშირებულ ამოცანების ამოხსნისას. წარმოადგენს დამოკიდებულებას  რუკაზე გამოსახულ მანძილსა და რეალურ მანძილს შორის;
·         სვამს კითხვებს მონაცემების შეგროვებისათვის და აგებს პიქტოგრამებს ან დიაგრამებს ისტ-ის გამოყენებით;
·         გრაფთა თეორიის ელემენტები;
·         ინტერნეტით მუშაობის.ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების უნარ–ჩვევა;

·         ირჩევს მონაცემთა წარმოდგენის შესაფერის გრაფიკულ ფორმებს, ასაბუთებს თავის არჩევანს, აგებს და განმარტავს ცხრილებს/დიაგრამებს 
სასწავლო პროცედურები

აქტივობა1. პროექტის მიზნების , თემების და განხორციელების გეგმის გაცნობა მოსწავლეებისათვის;
აქტივობა2. მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა სასტარტო ცოდნის დადგენა , პროექტის განსახორციელების ფარგლებში საჭირო თემების შესახებ ,      დიაგნოსტიკური ტესტების გამოყენებით;
აქტივობა3. ჯგუფების შექმნა;
აქტივობა 4. შერჩეული თემების განაწილება ჯგუფებში და საჭირო ცოდნისა და მასალების მოძიებება, მოსწავლეების მიერ სხვადასხვა რესურსების გამოყენებით;
აქტივობა 5. მოსწავლეთა მიერ აღნიშნულ თემებზე პრეზენტაციების შედგენა და ურთიერთწარდგენა ;
აქტივობა 6. პროექტის დასკვნითი აქტივობის განხორციელება:
Ø  მოსწალეების ჯგუფის შექმნა;
Ø  აქტივობის განხორციელებისათვის წამყვანის შერჩევა;
Ø  ჯგუფისათვის  პროექტის წესებისა და პროცედურების გაცნობა წამყვანის მიერ;
მსვლელობა:
Ø  სკოლის შენობაში განთავსებულია კაბინეტები , რომლების წარმოადგენენ პირობით „ციხესიმაგრეებს“: ციხესიმაგრეები: „ქართული“, „ფიზიკა“, „გეოგრაფია“,“სპორტდარბაზი“        ,“კომპიუტერი“ და  „მათემატიკა“. თითოეული მათგანის აღებას შეეცდებიან მოსწავლეები. ციხესიმაგრის სახელწოდების შესაბამისი საგნის მიხედვით მოსწავლეებს სთავაზობენ საინტერესო ამოცანებს, რომელთა ამოხსნაში მოსწავლეებს დაეხმარება არა მარტო მითითებულ საგანში შეძენილი ცოდნა ,არამედ მათემატიკის სწავლებისას მიღებული ცოდნაც.მას შემდეგ რა მოსწავლეები შეძლებენ ამოცანის ამოხსნას  ისინი მოიპოვებენ მინიშნებას, რომელიც დაეხმარებათ მათ მთავარი მიზნის ციხესიმაგრე „მათემატიკის“ ასაღებად. თუ როგორ მოსწავლეებისათვის ეს სიურპრიზად რჩება. ყველაფერი ნათელი გახდება მას შემდეგ, როცა ციხესიმაგრე „მათემატიკაში“ აღმოჩნდებიან
Ø  მოსწავლეები იმყოფებიან ციხე–სიმაგრე „ქართული“. მოსწავლეებს სთავაზობენ თვასაჩინოებას რომეზედაც განლაგებულია  ნაწყვეტი „ვეფხისტყაოსნიდან“, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სურათი, წარწერა  –„გიორგი წერეთელი, ლეონარდო და ვინჩი“ , ზეოფსის პირამიდის სურათი, რიცხვები 0,6; 1,6; 8/5 ; 5/8;  ადამიანის მკლავის წინა მხარის სურათი და ა. შ.  მაშ ასე ! კითხვა მოსწავლეებს _ „ამით მათემატიკოსები უძველესი დროიდან დაინტერესდნენ , გამოჩენილმა მხატვარმა საოცარი სახელი დაარქვ, მას ღვთაებრივსაც უწოდებდნენ, იყენებენ ხელოვნებასა და არქიტექტურაში, მუსიკასა და პოეზიაში“ _ რაზეა საუბარი? როგორ უკავშირდებიან ერთმანეთს  თვალსაჩნოებაზე წარმოდგენილი მასალები ? რა შუაშია აქ მათემატიკა და ქართული ?
    (შეკითხვაში საუბარია ოქროს კვეთის შესახებ. ლეონარდო და ვინჩიმ შემოიღო ტერმინი ოქროს კვეთა. ლუკა პაჩოლიმ ღვთაებრივი პროპორცია უწოდა. გიორგი წერეთელმა დაამტკიცა, რომ შოთა რუსთაველის  “ვეფხისტყავოსნის“  863 სტროფი დაწერილია ოქროს კვეთის პრინციპით. ოქროსკვეთის პროპორციის გამომსახველი რიცხვია 0,6 და 1,6...)
    სწორი პასუხის დაფიქსირების შემთხვევაშოი მოსწავლეები მოიპოვებენ მინიშნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში არა.
Ø  შემდეგ მოსწავლეები გაემართებიან ციხესიმაგრე „ფიზიკა“-ში.  სადაც მოსწავლეებს წარუდგენენ მეტად საინტერესო ამოცანას, რომელიც ნამდვილად საბუნებისმეტყველო გამოწვევაა , მაგრამ  ლოგიკური გამომდინარეობაა_ „გთავაზობთ გამოჩენილი ბერძენი მეცნიერის ლოგიკურ მსჯელობას: „ მომეცით საყრდენი წერტილი და დედამიწას ავწევ!“ კითხვა ასეთია _ შესძლებდა თუ არა არქიმედე დედამიწის აწევას?
(სწორი პასუხი: ლოგიკურად ეს გამონათქვამი სწორი, მაგრამ მეცნიერების თვალსაზრისით კი მცდარი, რადგან მას შემდეგ რაც მოსწავლე გამოიყენებს მექანიკის „ოქროს წესს“ და ბერკეტის წონასწორობის პირობებს, დაადგენს რომ არქიმედეს ბერკეტით დედამიწის აწევას ვერ შესძლებდა.)
სწორი პასუხის დაფიქსირების შემთხვევაშოი მოსწავლეები მოიპოვებენ მინიშნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში არა.
Ø  შემდეგ ეტაპზე მოსწავლეები გაემართებიან  ციხესიმაგრე „კომპიუტერისაკენ“  აქ მათ შესთავაზებენ  შემდეგ ამოცანას : ჩაატარე საჭირო  გამოკითხვა თემაზე  „ საყვარელი ორნიშნა რიცხვი“  შეაგდინე დიაგრამა გამოკითხულთა ინტერესების გათვალისწინებით და გააფერადე ცისარტყელას ფერებით.
დავალების სწორად შესრულებისათვის მოსწავლეები მოიპოვებენ მინიშნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში არა.
Ø  შემდეგ მოსწავლეები გაემართებიან ციხესიმაგრე „სპორტი“-ში. მათ ეძლევათ  შემდეგი დავალება :  მოსწავლეები უნდა აცოცდნენ ბაგირზე , რაც შეიძლება მცირე დროში, და მოიპოვონ  ბაგირის ბოლოში მოთავსებული მინიშნება .
დავალების სწორად შესრულებისათვის მოსწავლეები მოიპოვებენ მინიშნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში არა.
Ø  შემდეგ  მოსწავლეები გაემართებიან  ციხესიმაგრე „გეოგრაფიისაკენ“  აქ მოსწავლეებს შესთავაზებენ  შემდეგ ამოცანას :
„გამოიყენეთ საქართველოს რუკა და გამოთვალეთ მანძილი თქვენთვის სასურველ ორ ობიექტს შორის“
Ø  (მოსწავლეებმა მასშტაბის და მათემატიკური გამოთვლების გამოყენებით უნდა შეძლონ დავალებისათვის პასუხის გაცემა)
დავალების სწორად შესრულებისათვის მოსწავლეები მოიპოვებენ მინიშნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში არა.

Ø  შემდეგ  მოსწავლეები გაემართებიან  ციხესიმაგრე „მათემატიკაში“ . ,  აქ მათ შესთავაზებენ სხვადასხვა სააზროვნო დონის ( ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით) შესაბამის დავალებებს თემაზე „გრაფთა თეორიის ელემენტები“.  სიურპრიზი სწორედ ის არის , რომ  წინა აქტოვობებში  მოპოვებულ მინიშნებებზე ამ დავალებების პასუხები და ამოხსნები არის  მოცემული , რომლის მეშვეობითაც  პასუხის გაცემა  გაცილებით გაუადვილდებათ .


აქტივობა 7. მოსწავლეთა შეფასება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმებისა და სქემის მიხედვით;










დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
·             ·              წერილობითი ტესტის ნაცვლად. ტესტირება. ასისტენტი, რომელიც მონიშნავს პასუხებს. 

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

·        გრაფიკული გამოსახულებები, ილუსტრირებული ტექსტები, ორენოვანი ლექსიკონები, თარგმანის პროგრამები.

·              შეფასების ფორმატში - მშობლიური ენის გამოყენება, ნაცვლად ქართულისა, ან ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
დამოუკიდებელი სწავლა; მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენის განსხვავებული მეთოდები, მაგალითად, რთული დავალებები, სიღრმისეული კვლევა. მოკვლევა მოწავლეების მიერ არჩეულ თემაზე, ღია დავალებები და პროექტები. 
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.



Комментариев нет:

Отправить комментарий